saqarTvelos myinvarebi - uSbis myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 43°07`54` ჩ. გ. 42°37`53` ა. გ. |
სიგრძე | 5.4 კმ |
ფართობი | 9.5 კმ² |
ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 5.4 კმ, ფართობი 9.5 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2520 მეტრამდე. მყინვარის ზედაპირი ზემო ნაწილში დანაპრალებულია, ქვემოთ დაფარულია მორენული მასალით. მწვერვალების უშბისა და მაზერის კალთებზე იერთებს ორ მცირე, ხოლო შუაწელში, მარჯვნიდან უფრო დიდ შენაკადს. საზრდოობს მწვერვალების მაზერის, უშბის, შჩუროვსკისა და შხელდის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარის ბოლოდან გამოდის მდინარე დოლრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ერთ-ერთ შემდგენელი, რომელიც 200 მ სიმაღლის ვერძის შუბლებზე ჩანჩქერებს ქმნის.